პაპუაშვილის ბრალდება სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულზე, გარდაუვალი იქნება - მეზვრიშვილი

28.11.24 17:46
პაპუაშვილის ბრალდება სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულზე, გარდაუვალი იქნება - მეზვრიშვილი

შალვა პაპუაშვილის გუშინდელი ეთერი არის დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შაალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ "პაპუაშვილის ბრალდება სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულზე, გარდაუვალი იქნება".

„შალვა პაპუაშვილის გუშინდელი სრული ეთერი „რუსთავი 2“-ზე არის დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ. მითუმეტეს, ეს გააკეთა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმურად არჩეულმა თავმჯდომარემ. როდესაც ქვეყანაში აღდგება კონსტიტუციური წესრიგი და იქნება მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სისტემა, ამ ადამიანის ბრალდება სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულზე, იქნება გარდაუვალი. კი, ეს იქნება სამართლიანი მართლმსაჯულება, რათა ვერავინ ვეღარასოდეს გაბედოს ამ ქვეყანაში ის, რაც მან გაბედა. არ დაგვავიწყდეს, დანაშაულთა ერთობლიობა აქვს (ძალადობისკენ მოწოდების საქმეც პროკურატურაში თაროზე დევს).“- წერს ნათია მეზვრიშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება "სუვერენიტეტის ნაწილისა და ეკონომიკური თავისუფლების დათმობას" ნიშნავს.

როგორც ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე "ღამის კურიერის" ეთერში ირწმუნებოდა, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა EU-ს წევრი გახდება, საქართველოს "ბევრ სახელმწიფოსთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება მოუწევს".

მსგავსი სიახლეები