რეზოლუციაში ნათქვამია, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა - გონჩარენკო ევროპარლამენტის დასკვნებს ეთანხმება
უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო ევროპარლამენტის მიერ, საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება და წერს, რომ სრულად ეთანხმება ევროპარლამენტის დასკვნებს.
“საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სტატუსით ვიყავი და ეს არეულობა ჩემი თვალით ვნახე“, - წერს ის.
ევროპარლამენტი საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა. ევროპარლამენტის დასკვნებს ვეთანხმები. საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სტატუსით ვიყავი და ეს არეულობა ჩემი თვალით ვნახე“, - წერს გონჩარენკო.
ცნობისთვის, დღეს, 28 ნოემბერს, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. ევროპარლამენტი მოითხოვს, რომ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, კახა კალაძეს და შალვა პაპუაშვილს სანქციები დაუწესდეს. ამასთან, ევროპარლამენტი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
ამის პარალელურად, ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას მათთვის "ჩალის ფასი" აქვს. თვითაღიარებული პრემიერი ირწმუნებოდა, რომ ეს დოკუმენტი მისთვის მხოლოდ ფარატინა ფურცელია და მისი შინაარსიც უინტერესოა.