"მოვაშოროთ შავი ლაქა საქართველოს! არა რუსულ რეჟიმს!" - ფლორენციაში, 1-ელ დეკემბერს აქცია გაიმართება

28.11.24 18:01
"მოვაშოროთ შავი ლაქა საქართველოს! არა რუსულ რეჟიმს!" - ფლორენციაში, 1-ელ დეკემბერს აქცია გაიმართება

მოვაშოროთ შავი ლაქა საქართველოს! არა რუსულ რეჟიმს! - 1 დეკემბერს, 13:00 საათზე, ფლორენციაში, ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქციას გამართავენ.

ორგანიზატორები წერენ, რომ პროტესტი თვითაღიარებული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ არის მიმართული.

1 დეკემბერი, 13:00 სთ, ფლორენცია, სანტა მარია ნოველას მოედანი - შევიკრიბოთ და დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი თვითაღიარებული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ!

ჩვენ არ ვცნობთ არჩევნების შედეგებს. ის გააყალბეს!

  • მოვითხოვოთ ხელახალი არჩევნები;
  • მოვითხოვოთ უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება;
  • მოვითხოვოთ საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრების დასანქცირება;
  • მოვითხოვოთ ყველა პოლიტიკოსის დასანქცირება, რომლებიც ემსახურებიან რუსულ რეჟიმს.

ჩვენ არ გვაქვს უფლება, მშვიდად ვისხდეთ, მაშინ როდესაც ქვეყანაში რუსეთიზაცია მიდის. წლიდან წლამდე, ნელ-ნელა ვუბრუნდებით საბჭოთა წარსულს.

  • არა ღრუსულ ხელისუფლებას;
  • არა თვითაღიარებულ პარლამენტს;
  • არა გაყალბებულ არჩევნებს;
  • არა პოლიტიკურ დაკავებებს.

გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ქართველ ხალხს, ქართველ სტუდენტებს და რიგით მოქალაქეებს, რომლებიც ქუჩაში დგანან და იცავენ ჩენს ქვეყანას!

გელოდებით, კვირას, 1 დეკემბერს, 13:00 საათზე, ფლორენცია, სანტა მარია ნოველას მოედანი". - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები