საქართველოს ხუნტამ, კობახიძის სახით, უარი თქვა ევროკავშირზე და ნატოზე - გვარამია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ეხმაურება.
ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, "საქართველოს ხუნტამ, კობახიძის სახით, უარი თქვა ევროკავშირზე და ნატოზე".
ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი.
საქართველოს ხუნტამ, კობახიძის სახით, უარი თქვა ევროკავშირზე და ნატოზე, - წერს ნიკა გვარამია.
"ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.