ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი ჩაინიშნა

28.11.24 19:09
ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი ჩაინიშნა

დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, საგანგებო განცხადებას გააკეთებს - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, პრეზიდენტი განცხადებას, სავარაუდოდ, 20:00 საათზე გააკეთებს.

"ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე. 

მსგავსი სიახლეები