EU-ს ელჩები პრეზიდენტთან იკრიბებიან
პრეზიდენტის სასახლეში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები იკრიბებიან. ცოტა ხნის წინ, ორბელიანების სასახლეში მივიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
პრეზიდენტმა დიპლომატებთან საგანგებო შეხვედრა მას შემდეგ ჩანიშნა, რაც თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.