გზა მშვიდობით და ღირსებით ევროპისკენ არ ჰქონდათ, "ოცნების" გზა ყოველთვის უღირსად და მონობით რუსეთისკენ იყო - ბოკუჩავა
"არანაირი გზა მშვიდობით და ღირსებით ევროპისკენ მათ არ ჰქონდათ. მათი გზა ყოველთვის იყო უღირსად და მონობით რუსეთისკენ" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ივანიშვილის პირობებში საქართველოს გზა უღირსად და მონობით ოკუპანტი რუსეთისკენ აქვს".
არანაირი გზა მშვიდობით და ღირსებით ევროპისკენ მათ არ ჰქონდათ. მათი გზა ყოველთვის იყო უღირსად და მონობით რუსეთისკენ. მათ მორიგ ჯერზე მოატყუეს საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ ახლა უკვე ღიად განაცხადეს, რომ ივანიშვილის პირობებში საქართველოს შესაძლოა ჰქონდეს მხოლოდ ერთადერთ გზა, ეს არის უღირსად და მონობით გზა ოკუპანტი სახელმწიფოსკენ, ოკუპანტი რუსეთისკენ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
"ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.