ეს არის რუსეთი ჩვენ ქვეყანაში, ამ ყველაფერს უნდა აღვუდგეთ წინ - ელენე ხოშტარია
პრეზიდენტის სასახლესთან ოპოზიციის ლიდერები მივიდნენ - როგორც კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, ახლა კრიტიკული მომენტია, რადგან “არალეგიტიმური ხელისუფლება ბედავს და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს აჩერებს“.
მისივე თქმით, “ისინი მზად არიან იმითვის, რომ ამ ყველფერს აღუდგნენ წინ.“
კრიტიკული მომენტია, არალეგიტიმური ხელისუფლება ბედავს და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ აცხადებს, რომ ჩვენი მთავარი ისტორიული ამოცანა, კონსტიტუციაში ჩაწერილი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი უნდა გააჩერონ, ეს არის რუსეთი ჩვენ ქვეყანაში, ერთადერთი, რაც უნდა პუტინს, ბუნებრივია, ამ ყველაფერს უნდა აღვუდგეთ წინ. ჩვენ მზად ვართ ამ მომენტისთვის, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, ერთადეთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ქვეყანაში, რომელსაც ცნობს მსოფლიო, გვყავს ოპოზიცია, რომელმაც გაიმარჯვა და ჩვენი ვალია, დავდგეთ ერთად და წინააღმეგობის მოძრაობა და ლეგიტიმური პროცესი, რაც ხალხის ინტერესს ასახვას, ის შევქმნათ“, - განაცხადა ხოშტარიამ.
ხოშტარიას თქმით, ოპოზიცია აპირებს, დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტს შეხვდნენ.
მთავარია საზოგადოებამ იცოდეს, რომ ყველა ის ძალა, რომელიც ემსახურება კონსტიტუციას, ხალხის ნებას, არის ერთად და იმოქმედებს ერთად“, - დასძინა მან.