"მმართველი პარტია საქართველოს მომავალს ევროპის გულში ანგრევს" - როთი

28.11.24 19:58
"მმართველი პარტია საქართველოს მომავალს ევროპის გულში ანგრევს" - როთი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი "ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესის შეჩერებას პლატფორმა X-ზე ეხმაურება.

გერმანელი პოლიტიკოსი წერს, რომ მოხდა ზუსტად ის, რისიც ცივილურ სამყაროს ეშინოდა - "იზოლაცია ევროპის ნაცვლად, ავტორიტარიზმი დემოკრატიის ნაცვლად".

"მმართველი პარტია ანგრევს საქართველოს მომავალს ევროპის გულში" - წერს როთი.

ზუსტად ის ხდება, რისიც გვეშინოდა: იზოლაცია ევროპის ნაცვლად. ჩაგვრა თავისუფლების ნაცვლად. ავტორიტარიზმი დემოკრატიის ნაცვლად. მმართველი პარტია ანგრევს საქართველოს მომავალს ევროპის გულში." - წერს მიხეილ როთი. 

"ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.    

მსგავსი სიახლეები