"ესენი ვინ არიან საერთოდ?! რამდენის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს?!" - გიგაური "ოცნებაზე"

28.11.24 20:11
"ესენი ვინ არიან საერთოდ?! რამდენის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს?!" - გიგაური "ოცნებაზე"

"ესენი ვინ არიან საერთოდ?! რამდენის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს?!" - ასე ეხმაურება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური "ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესის შეწყვეტას. 

მესამე სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდს არანაირი უფლება არ აქვს, ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს და ადამიანების თავგანწირული ბრძოლა წყალში ჩაყაროს.

"ისინი საქართველოს მოქალაქეებს არ წარმოადგენენ" - აცხადებს ეკა გიგაური და იქვე აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებს.

ესენი საერთოდ არ წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს საზოგადოებას. მოქმედებენ პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ. ეს რა არის, მეგობრებო. საერთოდ ვინ არიან?! როგორ ბედავენ ამას, ასეთ პასუხისმგებლობას რომ იღებენ საკუთარ თავზე, ყველას მომავალზე, საქართველოს მომავალზე რომ უარს ამბობენ. საქართველოში ბევრი ადამიანის ბრძოლა რომ, ფაქტობრივად, წყალში გადაყარეს. ესენი ვინ არიან საერთოდ, რამდენის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს", - ამბობს ეკა გიგაური.

"ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.     

შეგახსნებეთ, ამ წუთებში "ქართული ოცნების" მთავარ ოფისთან საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.

მსგავსი სიახლეები