თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას რუსეთში აუცილებლად გავისტუმრებთ - ჯაფარიძე

28.11.24 20:20
თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას რუსეთში აუცილებლად გავისტუმრებთ - ჯაფარიძე

ათონელის რეზიდენციაში, საქართველოს პრეზიდენტთან ოპოზიციური სპექტრის აუდიენციის დაწყებამდე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების ოპონენტები "თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას რუსეთში გაისტუმრებენ".

როგორც საქართველოს მე-3 პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მედიასთან თქვა, ქართველი ხალხი, პროდასავლური ოპოზიცია, პრეზიდენტი და დასავლელი პარტნიორები გაერთიანებულები ერთი იდეის გარშემო არიან.

ქართველი ხალხი, პროდასავლური ოპოზიცია, პრეზიდენტი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ვართ ერთად. ამ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას გავისტუმრებთ იქ, სადაც მათი ადგილია. მათი ადგილი კი არის რუსეთში", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

"ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.      

მსგავსი სიახლეები