“ოცნების“ ოფისში სხედან ჩვენი დროის ორჯონიკიძეები და ფილიპე მახარაძეები, ჩვეულებრივი მოღალატეები- ლაშა ბუღაძე

28.11.24 20:16
“ოცნების“ ოფისში სხედან ჩვენი დროის ორჯონიკიძეები და ფილიპე მახარაძეები, ჩვეულებრივი მოღალატეები- ლაშა ბუღაძე

„ქართული ოცნების“ ოფისთან საქართველოს მოქალაქეები იკრიბებიან. ადგილზე იმყოფებიან, არასამთავრობო სექტორის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. 

აქციაზე იმყოფება მწერალი, ლაშა ბუღაძეც, რომელიც ამბობს, რომ “ამ შენობაში საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევები და მოღალატეები სხედან“.

მისივე თქმით, “ესენი არიან დამნაშავეები და მხოლოდ და მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა უპასუხოს მათ“.

ყველაფერი თვითონ თქვა თავის თავზე, თუკი ჩვენ ადრე ვამბობდით ეპითეტებს - ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, აგერ სხედან ჩვენი დროის ორჯონიკიძეები და ფილიპე მახარაძეები, ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. აქ ზის ხუნტა, საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევები, ესენი არიან დამნაშავეები და მხოლოდ და მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა უპასუხოს მათ“, - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

მსგავსი სიახლეები