"რუსებო, მონებო" - "ქართული ოცნების" ოფისის წინ გზა გადაიკეტა

28.11.24 20:39
"რუსებო, მონებო" - "ქართული ოცნების" ოფისის წინ გზა გადაიკეტა

"ქართული ოცნების" ოფისის წინ გზა გადაიკეტა - ადგილზე მოქალაქეები სულ უფრო და უფრო ემატებიან.

"რუსებო, მონებო" - სკანდირებენ გორგასლის ქუჩაზე გასული გაბრაზებული მოქალაქეები. 

"ოცნების" ოფისში იმყოფებიან მმართველი პარტიის წევრები და ისინი შენობიდან ადევნებენ თვალს მიმდიანრე პორტესტს. 

"ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.    

მსგავსი სიახლეები