რაუფოღლუ: ძლიერად იდექი, საქართველო - კრემლის აგენტი ივანიშვილი ქართველი ხალხის სულს ვერ გატეხავს
"ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის შეჩერების შემდეგ, გავლენიანი ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ პლატფორმა X-ზე წერს, რომ "კრემლის აგენტი ივანიშვილი და მისი ბატონები ვერ გატეხენ ადამიანებს, რომლებიც თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაზე ოცნებობენ".
ალექს რაუფოღლუ აღნიშნავს, რომ "ქართველები არასოდეს იტყვიან უარს საკუთარ უფლებაზე, რომელიც მათ ევროპულ მომავალს განსაზღვრავს".
ძლიერად იდექი, საქართველო!
ვერც კრემლის აგენტი ივანიშვილი და ვერც მისი ბატონები მოსკოვში ვერ გატეხენ მილიონობით ადამიანის სულს, რომლებიც თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაზე ოცნებობენ.
ქართველები არასოდეს იტყვიან უარს საკუთარ უფლებაზე, რომელიც მათ ევროპულ მომავალს განსაზღვრავს". - წერს ალექს რაუფოღლუ.