"ან ვართ ერთად ან არ ვიქნებით" - პრეზიდენტმა ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა
ან ვართ ერთად ან არ ვიქნებით - საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, დღეს გონივრული და კოორდინირებული გადაწყვეტილებია მისაღები.
ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე - თქვა პრეზიდენტმა.
მე აქ ასევე მივმართე პოლიტიკურ პარტიებს, რომ ახლა დრო აღარ არის იმისი, რომ მე ჩემი აზრი მაქვს, ჩემი გზა მაქვს, ჩემი ხედვა, სურვილები მაქვს. ეს ყველაფერი დამთავრდა. დღეს ამ გამოწვევის წინაშე ვართ - ან ვართ ერთად, ან არ ვიქნებით. მე ვიქნები ამათთან და თქვენთან ერთად იმდენად, რამდენადაც იქნებიან ერთიანები. მიიღებენ ერთად კოორდინირებულ გადაწყვეტილებებს. არავინ არ სთხოვს პოლიტიკურ პარტიებს, რომ უცბად, ერთი პარტია გახდნენ. ღმერთმა გვაშოროს, აღარ გვინდა ერთპარტიული სისტემა და ამას ჩამოვშორდებით საბოლოოდ. დღეს გვჭირდება გონივრული გადაწყვეტილებები, კოორდინირებულად მიღებული. ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე. მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში. მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ამ ქვეყნის", - ამბობს პრეზიდენტი.
"ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.