სახეზეა კონსტიტუციური გადატრიალება, რუსული ძალების მიერ - საბა ბუაძე
“სახეზეა კონსტიტუციური გადატრიალება, რუსული ძალების მიერ, ყველანაირი გაზვიადების გარეშე ახლა იტესტება ვართ თუ არა ევროპული საზოგადოება“, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ- ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
ბუაძემ საზოგადოებას მოქმედებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ “პროტესტი და წინააღმდეგობა არის თითოეული ჩვენგანის მოვალეობა“.
“ყველას ვთხოვ, არ გავატანოთ ეს ქვეყანა რუსებს“- თქვა მან.
სახეზეა კონსტიტუციური გადატრიალება, რუსული ძალების მიერ, ყველანაირი გაზვიადების გარეშე ახლა იტესტება ვართ თუ არა ევროპული საზოგადოება და შეგვიძლია თუ არა ბრძოლა ჩვენი ევროპული მომავლისთვის ამ ქვეყნის კეთილდღეობისა და წინსვლისთვის, ყევალფერი ცხადია, დაუფარავად და ღიად გრძელდება სპეცოპერაციის შემდეგი ეტაპი, რომლის საბოლოო მიზანია, ჩვენი სახელმწიფოებრიობის და თვითმყოფადობის განადგურება.
ამ ძალას გათითოკაცებული ვერ დავუპირისპირდებით, ამიტომ ყველა ტიპის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება უნდა იყოს კოორდინირებული და უნდა მიემართებოდეს ერთადერთი მიზნისკენ, რომელიც არის ახალი არჩევნების მიღება.
ახლა ჩვენზეა პასუხისმგებლობა, ვიმოქმედოთ ქართველი ხალხის სურვილების და ინტრესების შესაბამისად, ეს გულისხმობს უკომპრომისო ბრძოლა, მაგრამ ჩვენ ქართველი ხალხის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გააზრების გარეშე ვერაფერს გავხდებით, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის გზა არის გადასარჩენი, უნდა იმოქმედოს ინდივიდუალურად.
პროტესტი და წინააღმდეგობა არის თითოეული ჩვენგანის მოვალეობა. ყველას ვთხოვ, არ გავატანოთ ეს ქვეყანა რუსებს“, - განაცხადა საბა ბუაძემ.