ქართველო ხალხო, თქვენ ხართ ქართველები და მაშასადამე, ხართ ევროპელები - ლანდსბერგისი
ქართველო ხალხო, თქვენ ხართ ქართველები და მაშასადამე, ხართ ევროპელები, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე წერს.
ლანდსბერგისი დარწმუნებულია, რომ “ქართველი ხალხი არ დანებდება და ამბობს, რომ შესაბამისად, არც ისინი აპირებენ დანებებას“.
“გზა გრძელი და რთულია, მაგრამ ვიცით, რომ არ დანებდებით“, - წერს ის.
ქართველო ხალხო, თქვენ ხართ ქართველები და მაშასადამე, ხართ ევროპელები. ამას ვერავინ წაგართმევთ. გზა გრძელი და რთულია, მაგრამ ვიცით, რომ არ დანებდებით, შესაბამისად, ჩვენც არ დავნებდებით", - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.