ჩვენ ვცხოვრობთ პოლიტიკური ოკუპაციის რეჟიმში და საქართველოს დისტანციურად პუტინი მართავს -სამადაშვილი
კოალიცია ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, “ჩვენ დღეს რეალურად ვცხოვრობთ პოლიტიკური ოკუპაციის რეჟიმში და ის, რაც საქართველოში მოხდა, არის გამეორება 1921 წლის სცენარის.“
მისი თქმით, “დღეს საქართველოს დისტანციურად მართავს ვლადიმერ პუტინი“.
“უბრალოდ ამ შემთხვევაში რუსეთი შემოვიდა საქართველოში არა საბჭოთა ჯარით და ტანკებით, არამედ გაყალბებული არჩევნებით, ხელისუფლების უზურპაციის გზით“, - ამბობს ის.
მისივე თქმით, ახლა უნდა შედგეს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, “რადგან თუ პირველი რესპუბლიკა დაასრულა საბჭოთა ჯარმა, მეორე რესპუბლიკას ასრულებს საბჭოთა რუსული სპეცოპერაცია.“
ან ჩვენ ახლა ვიბრძოლებთ, მნიშვნელობა არ აქვს -პარტიები, ხალხი, თითოეული მოქალაქე, ვისაც სიარული შეუძლია, ვისაც შეუძლია ფეხზე ადგეს და გამოვიდეს ქუჩაში, ან ჩვენ ახლა დავიცავთ საქართველოს, ან სახელმწიფო კი არა, ამ ქვეყანაში ქართველი აღარ დარჩება, იმიტომ, რომ მოუწევს გაქცევა ძალიან ბევრ ადამიანს ამ ქვეყნიდან. ამიტომ, მე მინდა, მივმართო ყველას- საჯარო მოხელეებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ დღეს ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ერთიათად იქნება ამ ბრძოლაში, იმიტომ, რომ ეს არ არის ოპოზიციური ბრძოლა, დღეს საქართველოში უნდა შედგეს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა, იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ოკუპაციის პირობებში. ეს გითხრათ თქვენ საქართველოს პრეზიდენტმა. მე არ მინდა, რომ ის დარჩეს უკანასკნელ ლეგიტიმურ პრეზიდენტად ამ ქვეყნის, განსაკუთრებით მისი ბიოგრაფიის გათვალისწინებით, მან იცის, რას ნიშნავს რესპუბლიკის დასრულება. პირველი რესპუბლიკა დაასრულა საბჭოთა ჯარმა, მეორე რესპუბლიკას ასრულებს საბჭოთა რუსული სპეცოპერაცია.“- განაცხადა სამადაშვილმა.