ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს - "ოცნების” ოფისთან შეკრებილი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

28.11.24 22:02
ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს -  "ოცნების” ოფისთან შეკრებილი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას  შეუერთდნენ

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან შეკრებილი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ. 

"ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს", "ბრძოლა ბოლომდე", "არ დავთმობთ ევროპულ მომავალს", “გამოდით”, - ამბობენ მსვლელობის მონაწილეები. 

მსვლელობამდე აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად გორგასლის ქუჩა გადაკეტეს. 

აქცია გორგასლის ქუჩაზე მას შემდეგ დაანონსდა, რაც „ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას აჩერებს.

მსგავსი სიახლეები