დროა გადაწყვეტილებები მიიღოთ - ჯანელიძე საჯარო მოხელეებს მიმართავს

28.11.24 22:13
დროა გადაწყვეტილებები მიიღოთ - ჯანელიძე საჯარო მოხელეებს მიმართავს

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პაპუნა ჯანელიძე საჯარო მოხელეებს მიმართავს და მოუწოდებს, გადაწყვეტილებები მიიღონ.

ჯანელიძე ამბობს, რომ ის საჯარო მოხელეებს ძალიან დიდ პატივს სცემს და ასე საჯაროდ მათთვის არასდროს მიუმართავს.

არასდროს მიმიმართავს საჯარო მოხელეებისთვის, ვისთან ერთადაც მრავალი წელი ვიმუშავე და დიდ პატივს ვცემ, თუმცა დღეს მინდა მოგმართოთ:

ვიცი, არ გჯერათ, რომ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში შეძლებთ საქართველოს ევროპულ მომავალს და სხვა ეროვნულ ინტერესებს ემსახუროთ.

დროა გადაწყვეტილებები მიიღოთ“, - წერს ჯანელიძე.

"ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.       

მსგავსი სიახლეები