ამ წუთებში სამშობლოს ბედი წყდება, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ერთად გადავწყვეტთ - გვარამია
ამ ქვეყანას აქვს თავისი არჩევანი და ეს არის გზა ევროპისკენ - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის მიწვევა და ერთიანობაზე საუბარი იყო აბსოლუტურად დროული.
“ჩვენ გვაქვს ერთადერთი რამ დასაცავი - ეს არის სამშობლო“, - დასძინა მან.
ამ ქვეყანას აქვს თავისი არჩევანი და ეს არის გზა ევროპისკენ. კობახიძეს დამთავრებული არ ჰქონდა საუბარი, რომ საერთაშორისო გამოხმაურება იყო კატასტროფულად ნეგატიური. პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის მოწვევა აბსოლუტურად დროული იყო და საუბარი ერთიანობაზეც იყო დროული, ჩვენ გვაქვს ერთადერთი რამ დასაცავი - ეს არის სამშობლო, მეტი ამ წუთში არაფერი არ წყდება, გარდა სამშობლოს ბედის, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ერთად გადავწყვეტთ.
საზოგადოებამ სწორი ქნა, რომ არ დაგველოდა და ქუჩაში გავიდა, რადგან წინააღმდეგობის მოძრაობა არ არის პოლიტიკოსების საკუთრება, ხალხი წყვეტს ქვეყნის ბედს და ყველანი ვართ ამ ხალხის ნაწილი, ვისაც როგორ შეგვიძლია, იმ გადაწყვეტილებაში მივიღებთ მონაწილეობას იმ ფორმით, რის მანდატსაც მოგვცემს ხალხი. უნდა ვიდგეთ ყველა ერთად და ასეც იქნება“, - განაცხადა გვარამიამ.