მივდივართ რუსთაველზე, გადაწყვეტილებებს ხალხთან ერთად მივიღებთ -ვაშაძე
მივდივართ რუსთაველზე, გადაწყვეტილებებს ხალხთან ერთად მივიღებთ - ამის შესახებ “ერთიანობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძე დაწმუნებულია, რომ აუცილებლად გაიმარჯვებენ, რადგან ერთიანობით ყველაფერია შესაძლებელი.
მისივე თქმით, “საზოგადოებამ პირდაპირ დაინახა, რომ რუსული რეჟიმია ამ ქვეყანაში, რომელიც არის თვითმარქვია“.
შევთანხმდით იმაზე, რომ ვართ ერთიანები და ამ ერთიანობას წყალი არ გაუვა, ეს იყო პრეზიდენტის წინადადებაც. მე პირადად დიდი ხანია ეს მოწოდება მქონდა. დაწმუნებული ვარ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ პროცესში.
დღეს ხალხმა, საზოგადოებამ პირდაპირ დაინახა, რომ რუსული რეჟიმია ამ ქვეყანაში, რომელიც არის თვითმარქვია, რომელიც აპირებს გაწყვიტოს ურთიერთობა დასავლეთთან და მოგვაქციოს სრულ იზოლაციაში. უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, სხვა ვარიანტი არ გვაქვს, ახლა მე მივდივარ რუსთაველზე“, - განაცხადა ვაშაძემ.