გვექნება ერთიანი წინააღმდეგობის ფორმატი - ბადრი ჯაფარიძე

28.11.24 23:08
გვექნება ერთიანი წინააღმდეგობის ფორმატი - ბადრი ჯაფარიძე

პრეზიდენტის სასახლეში, სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც აუდიენციის შემდეგ ლიდერებმა განაცხადეს, მთავარი მოთხოვნად, ხელახალი არჩევნების დანიშვნა რჩება. 

ქართველი ხალხი იღებს ხელში ინიციატივას, ჩვენ ვალდებული ვართ, ვიყოთ ჩვენი ხალხის გვერდით, - თქვა მედიასთან კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია ერთიანი წინააღმდეგობის ფორმატზე შეთანხმდა.

“ქართველი ხალხი იღებს ხელში ინიციატივას, ჩვენ ამას ვხედავთ. ჩვენ ვალდებული ვართ, ვიყოთ ჩვენი ხალხის გვერდით. ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება ერთიანი წინააღმდეგობის ფორმატი, წინააღმდეგობას გავუწევთ რუსულ რეჟიმს, რომელიც ცდილობს ქვეყნის ოკუპაციას. დღეს “ქართულმა ოცნებამ” დაუფარავად თქვა, რომ პირდაპირ კრემლის ინსტრუქციებით მოქმედებს და დღეს გამოაცხადა, რომ აპირებს ქვეყნის საბოლოოდ რუსეთისთვის დაქვემდებარებას. ქართველი ხალხი ამას არ შეეგუება, ჩვენ ვიქნებით ჩვენ ხალხთან ერთად”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

  • პრეზიდენტი მოქმედებაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც „ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას აჩერებს.
  • განცხადების გაკეთებამდე პრეზიდენტი ევროკავშირის წევრები ქვეყნების ელჩებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

მსგავსი სიახლეები