ჭიჭინაძის ქუჩაზე ხმაური და დაპირისპირებაა (ვიდეო)

28.11.24 23:12
ჭიჭინაძის ქუჩაზე ხმაური და დაპირისპირებაა (ვიდეო)

 

 

ხმაურია ამ წუთებში, თბილისში ჭიჭინაძის ქუჩაზე. აქციის მონაწილეებს სამართალდამცავები გადადგილების საშუალებას არ აძლევენ. 

დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალები ჭიჭინაძის ქყის გარდა,  9 აპრილის ქუჩაზეც არიან მობილიზებულები. 

აქციის მონაწილეებმა სკანდირებენ „რუსებო“. დემონსტრანტები პარლამენტის შენობის წინ აღმართულ რკინის ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ.

ამის პარალელურად, გომალაურის უწყებამ განცხადება გაავრცელა - შსს პროევროპული აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, "პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში", წინააღმდეგ შემთხვევაში, "კანონსაწინააღმდეგო ქმედებას" პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. 

ქვეყანა ახალმა საპროტესტო ტალღამ მას შემდეგ მოიცბა, რაც "ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე. 

მსგავსი სიახლეები