ესენი არიან პუტინის მონები და საქმე უნდა დავუმთავროთ - მამუკა ხაზარაძე
ქვეყანაში გვყავს საოკუპაციო ხელისუფლება, რომელიც ახორციელებს ქვეყნის ოკუპაციას, მოღალატეების ჯგრო - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ხაზარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს კოორდინაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დროა, დეცენტრალიზებულ ქმედებაზე გადავიდნენ.
“უბან-უბან, სკოლა-სკოლა, სამსახურ-სამსახურ უნდა დავიწყოთ დაუმორჩილებლობის აქცია“, - აღნიშნა მან.
ქვეყანაში გვყავს საოკუპაციო ხელისუფლება, რომელიც ახორციელებს ქვეყნის ოკუპაციას, მოღალატეების ჯგრო. მინდა, მოვუწოდო კიდევ ერთხელ, იმ არჩეულ ოპოზიციურ დეპუტატებს, სასწრაფოდ მოხდეს კოორდინაცია, დეპუტატების დონეზე, რადგან მათ ჩააბარა ქართველმა ხალხმა მანდატები. ჩვენ უნდა გადავიდეთ დეცენტრალიზებულ მოქმედებაზე, ეს ნიშნავს, რომ უბან-უბან, სკოლა-სკოლა, სამსახურ-სამსახურ უნდა დავიწყოთ დაუმორჩილეობლობის აქცია, რათა ამ ხელისუფლებას ვაჩვენოთ, რომ ქვეყანა ქართველ ხალხს ეკუთვნის და ღალატი არ გაუვათ, ყვეალფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოსვენება არ მივცეთ ამათ. უნდა გადავუკეტოთ ყველანარი მოძრაობის და მანევრის საშუალება, ესენი არიან პუტინის მონები და საქმე უნდა დავუმთავროთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.