დღეს პარტიულობა არ არსებობს, ყველა უნდა იყოს აქ - გახარია აქციაზე მივიდა
ყველა უნდა იყოს აქ (საპროტესტო აქციაზე), არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელი პარტიიდანაა, დღეს პარტიულობა არ არსებობს - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის„ლიდერმა, გიორგი გახარიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
გახარიას თქმით, ხელისუფლება იძულებული უნდა გახდეს, დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და დანიშნოს ახალი არჩვენების თარიღი.
„ჩვენსა და ევროპულ კავშირს შორის არის ჩვენი მოღალატე მთავრობა“ - ამბობს გახარია.
ქართველები დაიღალნენ ყველა ჯერზე რუსთაველზე გადაწყდეს პოლიტიკური საკითხები, უნდათ რომ ეს მოხდეს არჩევნებით, მაგრამ არჩევნები მოგვპარა ხელისუფლებამ, მაშინ როდესაც ქვეყნის დამშვიდების გზისთვის გამოეყენებინა. მშვიდობა, მშვიდობაო და საბოლოოდ მიიყვანეს იქამდე, რომ ხალხი ერთმანეთთან დააპირისპირეს. სად მიჰყავთ ეს ქვეყანა, გაუგებარია, ვერც ამბობენ რა უნდათ.
უნდა ვაიძულოთ ეს ხელისუფლება, ქვეყნის შიგნით, მასზე ზეწოლით, მშვიდობიანი აქციებით, რომ იძულებულნი გახდნენ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ქართველებს მისცენ, ის რაც მოპარეს და ქართველებს აჩუქონ ახალი არჩვენების თარიღი.
ყველა ნამდვილი, ჭეშმარიტი ქართველი, ვისაც სჯერა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში, დემოკრატიულო მმართველობის ფორმა, სამართლიანი და ყველაზე ეფექტური მმართველობის ფორმაა, ყველა უნდა იყოს აქ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელი პარტიიდანაა, დღეს პარტიულობა არ არსებობს. ოცნების ბევრი წარმომადგენელიც უნდა იყოს აქ, ის ხალხი, ვისთან ერთადაც მივაღწიეთ, რომ ქვეყანა მიდიოდა ევროპისკენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი გამოვა. ჩვენსა და ევროპულ კავშირს შორის არის ჩვენი მოღალატე მთავრობა“, - განაცხადა გახარიამ.