ჩემი ხმა შსს-ს: დაიცავით საქართველოს კონსტიტუცია და კანონი
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მის ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელსა და პოლიციელს, დაიცავით საქართველოს კონსტიტუცია და კანონი „პოლიციის შესახებ“ - ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა" გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს.
მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად გარანტირებულია წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ ადამიანთა შეკრების ფუნდამენტური უფლება.
კონსტიტუციის 78-ერ მუხლის თანახმად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ამავდროულად, “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, პოლიციელი ვალდებულია თავის საქმიანობაში განუხრელად დაიცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპები.
შესაბამისად, შეგახსენებთ, რომ თქვენი ფუნქცია კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დაცვაა, და არა არალეგიტიმური ხელისუფლების უკანონო ბრძანებების შესრულება"- წერია განცხადებაში.