საქართველო აპროტესტებს: საჯარო სამსახურები იღვიძებენ! - სალომე ზურაბიშვილი

29.11.24 01:13
საქართველო აპროტესტებს: საჯარო სამსახურები იღვიძებენ! - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო აპროტესტებს: საჯარო სამსახურები იღვიძებენ! - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებას.

როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს 44 საჯარო მოსამსახურე ანტიევროპულ განცხადებას აკრიტიკებს.

საქართველო აპროტესტებს: საჯარო სამსახურები იღვიძებენ! საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 44 საჯარო მოსამსახურე განცხადებას ავრცელებს, სადაც დღევანდელ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ანტიევროპულ განცხადებას აკრიტიკებს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები "ქართული ოცნების" პოლიტიკას ემიჯნებიან - 44 დიპლომატი წერს, რომ ისინი ერთგულები არიან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი.

მსგავსი სიახლეები