პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა - დაშავდა "აჭარის ტელევიზიის" ჟურნალისტი
მას შემდეგ, რაც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა, "აჭარის ტელევიზიის" კორესპონდენტი შეუძლოდ გახდა.
რეპორტიორმა გონება დაკარგა, მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "ტვ პირველის" ოპერატორი, ნიკო კოკაიაც დაშავდა, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
მას ხელში ჰქონდა კამერა, რომლითაც პირდაპირ ეთერში გადასცემდა, მოვლენებს რუსთაველის გამზირიდან, ამის მიხედავად, სპეცრაზმმა ახლო მანძილიდან, სახეში, დამიზნებით წიწაკის სპრეი შესახა.