აქციის დარბევის მიუხედავად, დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე რჩებიან
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლის მიუხედავად აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე რჩებიან.
ალექსანდროვის ბაღთან, ჯორჯაძის ქუჩაზე და „ცისფერი გალერეის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდები ისევ დაბრუნდნენ და ამბობენ, რომ "ივანიშვილს ევროპულ მომავალს არ მოაპარინებენ".
გომალაურის უწყება გაზის კაფსულებსა და წყლის ჭავლს პერიოდულად ისევ იყენებს დააკავეს აქციის რამდენიმე მშვიდობიანი მომიტინგეც.