რუსი პოლიტიკოსები "ოცნებას" ევროინტეგრაციის შეჩერების გამო აქებენ
ვლადიმერ ჟირინოვსკის „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ლეონიდ სლუცკი "ქართულ ოცნებას ევროინტეგრაციის შეჩერების გამო აქებს.
სლუცკი "ოცნების" გადაწყვეტილებას "ღირსეულსა და პატივსაცემს" უწოდებს:
„თბილისი არ შედის მოლაპარაკებებში ევროშანტაჟისტებთან. ქართველებმა არ გაიმეორეს უკრაინელების შეცდომები და არ მისცეს საშუალება, თავიანთი ქვეყნიდან დასავლეთის მარიონეტი აქციონ. ღირსეული და პატივსაცემი წინააღმდეგობაა“, – წერს სლუცკი.
ივანიშვილის გუნდს რუსეთის პრეზიდენტიც აქებს. როგორც პუტინმა თქვა, ის “გაკვირვებულიც კია იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება იცავდა თავის პოზიციას ბოლო კანონპროექტებთან დაკავშირებით.“
"ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.