დადასტურდა: ფორმულას ჟურნალისტს თავს სპეცრაზმელი დაესხა
რუსთაველის გამზირზე გადაღებული კადრების გაშიფვრის შემდეგ დასტურდება, რომ "ფორმულას" ჟურნალისტს, გურამ როგავას პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, თავს სპეცრაზმელი დაესხა.
ვიდეოს, სოციალურ ქსელში ტელეკომპანია ფორმულა აზიარებს და წერს: "სპეცრაზმელი, რომელიც ჯერ წაქცეულ მოქალაქეს ურტყამდა ფეხს, შემდეგ გურამ როგავასკენ გაიქცა და გამიზნულად თავში ჩაარტყა. ეს სხვადასხვა რაკურსით გადაღებული კადრებიდან უტყუარად დგინდება".
რამდენიმე წუთის წინ, განცხადება გაავრცელა დაშავებულმა ჟურნალისტმაც:
„მეგობრებო, მშვიდად ვარ! არ ინერვიულოთ! ერთადერთი ვისი საქმეც ცუდად არის ივანიშვილის ნიღბიანი რეჟიმია“ - წერს „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა.