სპეცრაზმმა დაკავებები განაახლა - ნიღბიანები მომიტინგეებს ფიზიკურად აფთიაქშიც გაუსწორდნენ

29.11.24 07:00
სპეცრაზმმა დაკავებები განაახლა - ნიღბიანები მომიტინგეებს ფიზიკურად აფთიაქშიც გაუსწორდნენ

სპეცდანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირსა და რესპუბლიკის მოედანზე დაკავებები განაახლა - ძალოვნები მომიტინგეებს დაკავებისას ფიზიკურად უსწორდებიან.

დაახლოებით 06:30-ზე პოლიციელების დიდი ჯგუფი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით დაიძრა და გაფრთხილების გარეშე დაერია აქციის მონაწილეებს. 

ნიღბიანები მოქალაქეებს ქუჩა-ქუჩა დასდევენ და მათ განეიტრალებას ცდილობს. 

სპეცრაზმი გინებით შევარდა აფთიაქში, სადაც აქციის მონაწილეები თავს აფარებდნენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ შსს-ის თანამშრომლები უმოწყალოდ სცემდნენ. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა. 

ნიღბიანი პირები, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ, მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ადამიანია ჯამში დაკავებული. დგინდება დაშავებულთა ზუსტი რაოდენობაც, მათი რიცხვი სავარაუდოდ ათეულობით ადამიანია. დაშავდნენ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები.

მსგავსი სიახლეები