"რობოკოპები აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ... რუსული მთავრობა, რუსული მეთოდები" - პრეზიდენტი

29.11.24 10:00
"რობოკოპები აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ... რუსული მთავრობა, რუსული მეთოდები" - პრეზიდენტი

სპეცრაზმელების მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება:

"საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის: ეკლესიების ეზოები, აფთიაქები, რობოკოპები აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ, რათა ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავონ ისინი... რუსული მთავრობა, რუსული მეთოდები" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა. 

ნიღბიანი პირები, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ, მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

შსს-ს ცნობით, გომელაურის პოლიციამ აქციაზე 43 ადამიანი დააკავა.

 

მსგავსი სიახლეები