ჰერჩინსკი: იმედი გვქონდა, არჩევნები გახდებოდა ახალი იმპულსი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, სამწუხაროდ, იყო სერიოზული დარღვევები

29.11.24 11:04
ჰერჩინსკი: იმედი გვქონდა, არჩევნები გახდებოდა ახალი იმპულსი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, სამწუხაროდ, იყო სერიოზული დარღვევები

ველოდებოდით არჩევნებს და იმედი გვქონდა, რომ არჩევნები გახდებოდა ახალი იმპულსი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. პოზიტიური იმპულსის ნაცვლად, სამწუხაროდ იყო სერიოზული დარღვევები - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, საქართველო მივიდა იმ წერტილამდე, რომ ევროკავშირმა გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.

სამწუხაროდ, გასული წლის განმავლობაში, მას შედეგ რაც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, ბევრი რამ მოხდა, რაც საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებდა, არამედ, პირიქით. ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებთ, რა უნდა გაკეთდეს. 9 ნაბიჯი იყო სახელმძღვანელო საგზაო რუკა საქართველოსთვის ევროკავშირთან დასაახლოებლად. გასული წლის განმავლობაში, არ მოხდა საკმარისი პროგრესი 9 ნაბიჯთან დაკავშირებით, პირიქით, ამ 9 ნაბიჯიდან ბევრთან დაკავშირებით უკუსვლა გვქონდა. ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა განხორციელდა, რომელიც არ შეესაბამებოდა ევროკავშირის წესებსა და პრინციპებს. ამასთან, ანტიდასავლური, ანტიევროპული პროპაგანდა გრძელდება, ბევრი შეთქმულების თეორია, ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, მათ შორის მთავრობისა და მმართველი პარტიის წევრებისგან. ყველაფერმა ამან, სამწუხაროდ მიგვიყვანა წერტილამდე, სადაც ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ეს მოხდა ივნისში, ნახევარი წლის წინ, მაგრამ ველოდებოდით არჩევნებს და იმედი გვქონდა, რომ არჩევნები გახდებოდა ახალი იმპულსი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. პოზიტიური იმპულსის ნაცვლად, სამწუხაროდ იყო სერიოზული დარღვევები, როგორც ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს და ახლა, გუშინდელი განცხადება, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას მომავალი 4 წლის განმავლობაში, ვფიქრობ ნამდვილად, ნამდვილად სამწუხაროა“, - აღნიშნა ელჩმა.

"ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცეს შეაჩერა - როგორც ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულსაგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.       

 

მსგავსი სიახლეები