"გამოვედი იმიტომ, რომ ხვალ ისევ ვასწავლო ილია, პაოლო, გალაკტიონი" - მოქალაქეები პარლამენტთან იკრიბებიან

29.11.24 11:23
"გამოვედი იმიტომ, რომ ხვალ ისევ ვასწავლო ილია, პაოლო, გალაკტიონი" - მოქალაქეები პარლამენტთან იკრიბებიან

პარლამენტთან უკვე შეკრება დაიწყო - მოქალაქეები მცირეწლოვან შვილებთან ერთად მივიდნენ დედაქალაქის მთავარ გამზირზე. აქციაზე მივიდნენ გაფიცული პედაგოგებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ აქციიდან უფრო კარგ გაკვეთილს ჩაუტარებენ მოსწავლეებს, ვიდრე აუდიტორიებში ჯდომით. ადგილზე შეკრებილები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ დღეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავიდეს ქუჩაში.

დღეს გამოვედი იმიტომ, რომ ხვალ ისევ ვასწავლო ილია. იმიტომ, რომ ვხდევბი რომ ხვალ შეიძლება მე ვეღარ ვასწავლო ქართული ენა და ლიტერატურა, ვეღარ ვასწავლო მიხეილ ჯავახიშვილი, პაოლო იაშვილი, ილია ჭავჭავაძე. ამიტომ დღეს უნდა ვიდგე აქ, რომ ხვალ გავაგრძელო საქმე, რომელსაც მე 25 წელია ვემსახურები", - აცხადებს რუსთაველსი გამზირზე გასული პედაგოგი. 

პარლამენტის წინ ამ დრომდე საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული. დღეს დილიდან "ოცნება"  პარლამენტის შენობაზე და მიმდებარედ პროტესტის კვალის წაშლას ცდილობს.

ქვეყანაში შავი პარასკევი გათენდა. სისხლიანი ღამის კვალი ქვეყნის ცენტრალურ მოედანს ამ დრომდე ეტყობა. შლიან, თუმცა მაინც ეტყობა. გარუსების წინააღმდეგ ხალხი ახალ აჯანყებას ამზადებს - ამ მოწოდებით დღეს ქუჩაშიი გასვლას ისევ ათასობით ადამიანი აპირებს. 

 

 

მსგავსი სიახლეები