"ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო" - საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში

29.11.24 12:40
"ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო"  - საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში

 ''ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო, გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა'', - ამის შესახებ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თარაშ პაპასკუა სოციალურ ქსელში წერს.

დღეს, როცა რუსეთი: აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას. ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო, გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა'', - წერს  თარაშ პაპასკუა.

თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა. 

ნიღბიანი პირები, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ, მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

მსგავსი სიახლეები