საქართველოს დახმარება სჭირდება! - ლუკაშენკო და ივანიშვილი პუტინის მარიონეტები არიან - რასა იუკნევიჩიანე

29.11.24 14:09
საქართველოს დახმარება სჭირდება! - ლუკაშენკო და ივანიშვილი პუტინის მარიონეტები არიან - რასა იუკნევიჩიანე

საქართველოს დახმარება სჭირდება! - ასე ეხმაურება ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრი, რასა იუკნევიჩიანე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

მისი თქმით, ივანიშვილმა გუშინნდელი განცხადებით "ყველა ნიღაბი ჩამოიხსნა"

„ბიძინას ყველა ნიღაბი ჩამოეხსნა. ლუკაშენკო და ივანიშვილი პუტინის მარიონეტები არიან“, - წერს ლიეტუველი ევროპარლამენტარი.

თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა. 

ნიღბიანი პირები, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ, მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

გომელაურის რაზმის წევრებმა გუშინ აქციაზე 43 მშვიდობიანე მომიტინგე დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები