ხალხის პროტესტი არ წყდება - რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა შეკრება დილიდან დაიწყეს

29.11.24 15:31
ხალხის პროტესტი არ წყდება - რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა შეკრება დილიდან დაიწყეს

ხალხის პროტესტი არ წყდება - ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან. საპროტესტო მსვლელობა სიმბოლურად თსუ-ის პირველი კორპუსიდან სტუდნეტებმა დაიწყეს.

მათ ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირი საპროტესტო შეძახილებით ჩაიარეს.

როგორც ისინი ამბობენ, წუხელ პარლამენტთან ხდებოდა სრული სისასტიკე, რომელსაც გულგრილად ვერ უყურებენ.

ჯალათები არიან, უსამშობლოები, თავიანთ თანამემამულეებს ისე წირავენ. ეს დავალება გავიგეთ, მაგრამ შინაგანად უნდა გქოდნეს, რომ ადამაინებს ასე გამეტებით ურტყა და სცემო“, ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი

დემოკრატიულ სახლემწიფოს უყვარს თავისი ხალხი და ზრუნავს მასზე, ამიტომ არ გვიკვირს რომ ჩვენი ქვეყანა ასე მოიქცა. ჩვენ აქ ვინც ვდგავართ, ყველანაირად შევეცდებით, რომ ძალადობის მიუხედავად, აქ ვიდგეთ და გვერდში ამოვიდგეთ ჩვენ ხალხს და საკუთარ თავებს“, - ამბობს სტუდენტი.

გუშინდელი დარბევისა და სისასტიკის შემდეგ, სტუდენტების გარდა, პარლამენტის წინ დგანან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის “ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით, მიუღებელია.

გავეშებული ე.წ. სამართალდამცველების მოქმედება ვნახეთ, რას ჰგავს ეს. ქართველ კაცს ეს ეკადრება?! კობახიძის მამამ ამისთვის გაზარდა შვილი?! ამისთვის ასწავლა ევროპაში და ახლა ევროპა არ უნდა?!“, - ამბობს აქციის მონაწილე.

პარლამენტის წინ საზოგადოება დილიდან იკრიბება. 

მსგავსი სიახლეები