ევროკავშირში არიან ისეთი სახელმწიფოები, რომლებმაც შეიძლება, განიხილონ უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოსთან - გრეგოროვა

29.11.24 17:35
ევროკავშირში არიან ისეთი სახელმწიფოები, რომლებმაც შეიძლება, განიხილონ უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოსთან - გრეგოროვა

სიმართლე გითხრათ, ასეთ მკაცრ ნაბიჯს "ოცნებისგან" არ მოველოდით - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა "პირველებთან" ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისი შეჩერებას. 

ევროკავშირში არიან ისეთი სახელმწიფოები, რომლებმაც შეიძლება, განიხილონ უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოსთან - ამბობს გრეგოროვა და არ გამორიცხავს, რომ ბალიტიისპირეთის ქვეყნებმა მათ შორის ინდივიდუალური სანქციები დააწესონ "ოცნების" მარალჩინოსნების მიმართ. 

სიმართლე გითხრათ, ასეთ მკაცრ ნაბიჯს "ოცნებისგან" არ მოველოდით. ისინი ასე თუ ისე ინარაჩუნებდნენ განცხადებების დონეზე პროევრეპულ კურსს, მაგრამ ახლა მათ გააკეთეს მკაფიო განაცხადი, რომ ევროინტეგრაცია მათი საგარეო პოლიტიკის ინტერესს არ წარმოადგენს. დავამტკიცეთ რეზოლუცია და მოვითხოვეთ ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის და ირაკლი ღარიბაშვილის დასანქცირება, მაგრამ გადაწყვეტილება ახალი ევროკომისიის მისაღებია. ევროკომისიის შემადგენლობაში იქნება კაია კალასი, რომელიც არის მკაფიო იმაში, თუ რისი გაკეთება უნდა მას საგარეო პოლტიკის კუთხით და ვფიქრობ, საქართველოს მხრიდან გაწევრიანების პროცესს შეჩერებას ახლოდან მიადევნებს თვალყურს.

ევროკავშირში არიან ისეთი სახელმწიფოები, რომლებმაც შეიძლება განიხილონ უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოსთან, რადგან ისინი ხედავენ უსაფრთხოების მიმართულებით გამოწვევებს. ბალიტიისპირეთის ქვეყნები - ლიტვია, ლატვია, ესტონეთი და ასევე პოლონეთიც, მგონია უფრო მკაცრი იქნებიან და აკრძალები შეიძლება გამოსცენ მათ შორის ინდივიდუალური სანქციები. მე ვიცნობ ამ ქვეყნებს და ისინი კარგად აცნობიერებენ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს", - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ. 

"ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცეს შეაჩერა - როგორც ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.