საქართველოს მამაცი მოქალაქეების გვერდით ვდგავართ - ALDE
ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი (ALDE) საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერას უცცხაებს.
“ლიბერალები დგანან საქართველოს მამაცი მოქალაქეების გვერდით, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან“, წერია განცხადებაში.
საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეები დაუპირისპირდნენ ქართული ოცნების რეჟიმს, რომელმაც პუტინის ავტორიტარიზმი დემოკრატიას ამჯობინა. ევროკავშირი არ შეიძლება გაჩუმდეს. ლიბერალები დგანან საქართველოს მამაცი მოქალაქეების გვერდით, რომლებიც თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან", - განაცხადა ALDE-ს პარტიის პრეზიდენტმა, სვენია ჰანმა.
ALDE წერს, რომ ევროპელი ლიბერალები სოლიდარობას უცხადებენ გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და გმობენ ძალადობრივ აქტებს.
28 ნოემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც უარყოფს საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას და მოუწოდებს სანქციების დაწესებას სამთავრობო ფიგურების, მათ შორის კობახიძის წინააღმდეგ.