ჩემი სრული სოლიდარობა ქართველს ხალხს და სალომე ზურაბიშვილს - ლატვიის პრეზიდენტი

29.11.24 20:25
ჩემი სრული სოლიდარობა ქართველს ხალხს და სალომე ზურაბიშვილს - ლატვიის პრეზიდენტი

"საქართველოს აქვს ევროპული ოცნება და ევროპული მომავალი" - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი, ედგარ რინკევიჩი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტი ქართველ ხალხს და ქვეყნის მთავარსარდალს სოლიდარობას უცხადებს.

საქართველოს აქვს ევროპული ოცნება და ევროპული მომავალი. ლატვია ყოველთვის მხარს უჭერდა დემოკრატიული საქართველოს ევროპულ გზას, ყოველთვის დაუჭერს. ჩემი სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მშვიდობიანი დემონსტრაციებისა და პროტესტის უფლებას სრულიად უნდა სცენ პატივი”, - წერს ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი.

თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა.