PACE-ის შემაჯამებელი ანგარიში - მესამე სექტორის პირველი კომენტარები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების შეფასების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით მესამე სექტორი პირველ კომენტარებს აკეთებენ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელისთვის, ეკა გიგაურისთვის გასაკვირი არ არის მსგავსი კრიტიკული და მწვავე დოკუმენტის გამოქვეყნება.
მეტიც, როგორც TI-ის წარმომადგენელი "პირველებთან" ამბობს, დროის გასვლასთან ერთად სადამკვირვებლო მისიები კიდევ უფრო დარწმუნდებიან, რომ "ქართულმა ოცნებამ" სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.
მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო სიღრმისეულ დასკვნას დადებს ყველა სადამკვირვებლო მისია, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში და მათთვის ძალიან აშკარა გახდება ის კონკრეტული სქემები, რომელსაც "ქართული ოცნება" იყენებდა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყო. ეს არ არის გასაკვირი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მათ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, კრიმინალური ქმედება ჩაიდინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ამაზე ისაუბრებს ბევრი სადამკვირვებლო მისია", - ამბობს ეკა გიგაური.
რაც შეეხება ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარია PACE-ის შემაჯამებელ ანგარიშს კრიტიკულად აფასებს.
წავიკითხე მნიშვნელოვანი ნაწილები. ძალიან კრიტიკულია. ეს დასკვნა საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების შედეგებს და ლეგიტიმაციას. ამბობენ, რომ არ არიან დარწმუნებულები, რომ ის გამოხატავს ამომრჩეველთა ნებას. საუბრობენ ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევაზე, რაც მათი განცხადებით, უმთავრესი პრინციპია, რათა არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალოს. საუბარია ასევე, მათი მისიის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. ეს არის პოლიტიკური ტიპის ორგანიზაციისთვის ძალიან კრიტიკული დასკვნა", - ამბობს ნინო ლომჯარია.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საპარლამენტო არჩევნების საბოლოოდ შედეგების შეფასებას აქვეყნებს - დამკვირვებლები, რომლებიც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგს უწევდნენ, პირდაპირ წერენ, რომ არჩევნების შედეგების სისწორე სერიოზულ ეჭვებს აღძრავს.
რა წერია მწვავე დოკუმენტი? - ვრცლად წაიკითხეთ მოცემულ ბმულზე.