კატეგორიულად ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკ რეპრესიებს - PACE

30.11.24 03:24
კატეგორიულად ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკ რეპრესიებს - PACE

საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა განცხადებას ავრცელებს - ასამბლეა "ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ "სასტიკ რეპრესიებს" კატეგორიულად გმობს.

საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც დღეს ლუქსემბურგში იკრიბება როგორც მუდმივმოქმედი კომიტეტი, შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო, რომლითაც მთავრობამ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გამოაცხადა.  ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი რეფორმების განხორციელებაზე.

ასამბლეა კატეგორიულად გმობს თბილისში, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკ რეპრესიებს, რაც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა.

ასამბლეა ასევე შეშფოთებით აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეთა უმეტესობა დააკავეს და ბრალი წაუყენეს საბჭოთა პერიოდის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებებით. ასამბლეა მოუწოდებს კანონის შეცვლას ევროპული სტანდარტების შესაბამისად", - წერია განცხადებაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საპარლამენტო არჩევნების საბოლოოდ შედეგების შეფასებას აქვეყნებს - დამკვირვებლები, რომლებიც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგს უწევდნენ, პირდაპირ წერენ, რომ არჩევნების შედეგების სისწორე სერიოზულ ეჭვებს აღძრავს.

რა წერია მწვავე დოკუმენტი? - ვრცლად წაიკითხეთ მოცემულ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები