ევროპარლამენტი უარყოფს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ''ოცნებას'' ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

30.11.24 14:42
ევროპარლამენტი უარყოფს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ''ოცნებას'' ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტი უარყოფს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მთავრობას  1 წლის განმავლობაში ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ - საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე ევროპარლამენტი ოფიციალურ ფეუისბუკგვერდზე მორიგ ჯერზე აქვეყნებს ამონარიდს რეზოლუციიდან, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით 28 ნოემბერს მიიღეს.

28 ნოემბერს ევროპარლამენტმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო არჩევნების გაყალბების შემდეგ, ქვეყანაში გაუარესებული დემოკრატიული კრიზისის შესახებ ხუთი პარტიის - ევროპის სახალხო პარტია (EPP), მწვანეები და სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი (S&D), ევროპის კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR), განახლებული ევროპა (Renew Europe) და მწვანეები (Verts/ALE) - მიერ წარდგენილი ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.

რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში - ვრცლად ნახეთ აქ. 

მსგავსი სიახლეები