"აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება "ოცნების" ანტიდემოკრატიული პოლიტიკის ტრაგიკული შედეგია" - პრეზიდენტი

30.11.24 23:51
"აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება "ოცნების" ანტიდემოკრატიული პოლიტიკის ტრაგიკული შედეგია" - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას ეხმაურება.

ქვეყნის მთავარსარდალი წერს, რომ სტრატეგიული ურთიერთობის შეჩერება "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიქართული პოლიტიკის ტრაგიკული შედეგია.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიქართული პოლიტიკის ტრაგიკული შედეგია. როგორც არასდროს, აშკარაა, რომ მათ მიერ გატარებული კურსი მხოლოდ ერთი მიმართულებით - რუსეთისკენ მიდის", - წერს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი X-ზე წერს.  ამასთან, სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ განცხადებასაც ავრცელებს

მსგავსი სიახლეები