აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა - "ოცნებაში" პირველ კომენტარს აკეთებენ

01.12.24 01:05
აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა - "ოცნებაში" პირველ კომენტარს აკეთებენ

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ, "ქართულ ოცნებაში" პირველ კომენტარს აკეთებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ჯო ბაიდენის გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმის მაჩვენებლია, რომ "აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან".

"რა შეგვიჩერეს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები? ახლა ჩვენ არ დავეთანხმოთ აღდგენაზე უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის და პირდაპირი ფრენების გარეშე" - ამბობს ივანიშვილის გუნდის წევრი.

"პირველი ექვსი წინადადება, მოსმენილი მეთიუ მილერის განცხადებაზე სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით:

1. ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ.

2. აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან.

3. რა შეგვიჩერეს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები?

4. ახლა ჩვენ არ დავეთანხმოთ აღდგენაზე უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის და პირდაპირი ფრენების გარეშე.

5. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.

6. მართლა რამხელა ამბები ყოფილა დაგეგმილი დეკემბერში. რა ნაცების ტოპტვინებიი…", - თქვა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი X-ზე წერს.  ამასთან, სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ განცხადებასაც ავრცელებს.  

მსგავსი სიახლეები