მასობრივი პროტესტები დასავლეთის რეაქციებს კიდევ უფრო აძლიერებს - ფოტიგა

01.12.24 05:30
მასობრივი პროტესტები დასავლეთის რეაქციებს კიდევ უფრო აძლიერებს - ფოტიგა

ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, რომ "ევროპარლამენტის წევრებს ოლიგარქ ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ საკუთარი ქვეყნის ინტერესებისა და თანამემამულეებისთვის მიყენებული ზიანის შეფასებაში" უერთდება.

ანა ფოტიგა ადრინდელ მოწოდებას, რომ EU-მ ივანიშვილს, კობახიძეს, კალაძეს, პაპუაშვილს და ღარიბაშვილს მიზნობრივი სანქციები დაუწესონ, კვლავ იმეორებს.

ევროპარლამენტარი იმასაც აღნიშნავს, რომ "ქართული საზოგადოების მასობრივი პროტესტები კოლექტიური დასავლეთის რეაქციებს კიდევ უფრო აძლიერებს".

საერთაშორისო საზოგადოება და ასევე რიგი ადგილობრივი ფიგურები და ინსტიტუტები გმობენ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას, რომელიც 26 ოქტომბრის გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა.

ქართული საზოგადოების მასობრივი პროტესტები კოლექტიური დასავლეთის რეაქციებს კიდევ უფრო აძლიერებს. ვუერთდები ევროპარლამენტის წევრებს ოლიგარქ ივანიშვილისა და ქართული ოცნების ლიდერების მიერ საკუთარი ქვეყნის ინტერესებისა და თანამემამულეებისთვის მიყენებული ზიანის შეფასებაში.

ვიმეორებ ჩემს ადრინდელ მოწოდებებს, რომ EU-მ ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან ივანიშვილი, ასევე კობახიძე, კალაძე, პაპუაშვილი და ღარიბაშვილი, მიზნობრივი სანქციები დაუწესონ. ვითვალისწინებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, საქართველოსთან სტრატეგიული შეთანხმების შეჩერებას. ხალხის ნების აღსრულება, რომ დასავლურ პოლიტიკასთან და ინსტიტუტებთან იყონ თანხვედრაში, სწორედ საქართველოს მთავრობას აკისრია. ქართველი ხალხის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ", - წერს ანა ფოტიგა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი X-ზე წერს.  ამასთან, სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ განცხადებასაც ავრცელებს.   

მსგავსი სიახლეები