კონსულტაციები პრეზიდენტთან - სალომე ზურაბიშვილი პროდასავლურ ოპოზიციას დღეს შეხვდება

01.12.24 06:43
კონსულტაციები პრეზიდენტთან - სალომე ზურაბიშვილი პროდასავლურ ოპოზიციას დღეს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პროდასავლურ პარტიებს კვირას, 1 დეკემბერს, 17:00 საათზე ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ საუბრის მთავარი თემა პროევროპულ ოპოზიციას შორის კოორდინირებული მუშაობა იქნება - "მნიშვნელოვანია, რომ კოორდინირებული მუშაობა არსებობდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ".

საუბარი იქნება იმაზე, თუ რა შეიძლება ერთობლივად და კოორდინირებულად გაკეთდეს. მე შემიძლია გითხრათ, რა არის ჩემი აზრით მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობასთან ქვეყნის შიგნით კოორდინაცია არსებობდეს და განსხვავებული მესიჯები არ არსებობდეს პოლიტიკური პარტიებისგან. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ერთიანი კომუნიკაცია გარეთ, რათა დასავლელ პარტნიორებს ერთ ენაზე ვესაუბროთ. ეს მათთვისაც მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია კოორდინაცია აქციების დაორგანიზების კუთხით. შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს კოორდინაცია იმისა, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს", - ამბობს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, გუშინ, 30 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, შესაბამისად ვერ შედგება მისი ინაუგურაცია.

მსგავსი სიახლეები