"ოცნებამ" ოკუპანტ რუსეთთან პირისპირ დაგვტოვა - ბოკუჩავა

01.12.24 11:33
"ოცნებამ" ოკუპანტ რუსეთთან პირისპირ დაგვტოვა - ბოკუჩავა

"ოცნება" ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია და პირისპირ დაგტვოვა ოკუპანტ რუსეთთან, - ასე აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი თინა ბოკუჩავა აშშ-ს გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. პოლიტიკოსი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც ამ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება. 

როდესაც აშშ ამბობს, რომ სტრატეგიული ურთიერთობები დასრულებულია, ეს ნიშნავს თავდაცვის სფეროში ყოველგვარი დახმარების და თანამშრომლობის შეჩერებას, ეკონომიკური დახმარების შეჩერებას, პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას. ეს არის საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას. რეჟიმმა დაგვტოვა ოკუპანტ რუსეთთან, რომელმაც ნახევარი საათის განმავლობაში მიულოცა ხელისუფლებას მათი გადაწყვეტილება. ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაგვრჩება, იქნება ჩინეთთან, რაც, რეალურად, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის გაქრობას როგორც თანამედროვე დასავლური სახელმწიფო, - ამბობს ბოკუჩავა. 

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი X-ზე წერს.  ამასთან, სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ განცხადებასაც ავრცელებს.  

მსგავსი სიახლეები